saqarTvelos mRvimeebi - bReriswyalis mRvime

 

კარსტული მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ყუმისთავის აღმოსავლეთით 5 კილომეტრზე. ზღვის დონიდან 390 მ-ზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შესასვლელი ვიწრო ხვრელით უკავშირდება ვრცელ დარბაზებს. დაღმავალია. ფსკერის ფართობი დაახლოებით 15 ათ. მ². მაქსიმალური სიმაღლე - 40 მ, მაქსიმალური სიგანე - 30 მ. ჯამური სიგრძე - 1700 მ. ჰაერის ტემპერატურა - 13°.

დადასტურებულია ჰიდროლოგიური კავშირი წყალტუბოს მღვიმესთან. არის ნაზვავები.